სახელი: „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“
განხორციელების პერიოდი: მიმდინარე
განხორციელების არეალი: იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი
და კახეთი
სამიზნე ჯგუფი: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები (ე.წ. NEET–ები), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.
კურსის ხანგრძლივობა: 2020–2023 წელი
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA)
- თელავის განათლების განვითარების და დასაქემბის ცენტრი (TEDEC)
სრული ბიუჯეტი: € 837 500
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 670 000
პროექტის აღწერა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
(MoESD) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრისთვის ტურიზმის
სექტორში დასაქმებული იყო 71,574
ადამიანი, რაც 6.5%–ით (4,353
ადამიანი) აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. ასევე, საზღვაო
სექტორი მუდმივად იზრდება და 3,136
დასაქმებულს ითვლის,
მაგრამ აღნიშნულ სფეროებში საჭირო ტრენინგები და სამუშაოზე
მორგებული პროგრამები დიდი ხანია არ შემუშავებულა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, იმ მეზღვაურების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ უმცროსი
და უფროსი ოფიცრების ვალიდურ დიპლომებს 12,500–ს
შეადგენს, რაც 4–ჯერ აღემატება დასაქმებულთა რაოდენობას და სერიოზულ დისბალანსს
წარმოადგენს.
მიზანი: პროქტის მიზანია
განათლებადან შრომის ბაზარზე
ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების
შედეგების გაზრდას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას. პროექტს აქვს
ორი სპეციფიკური მიზანი:
- ხელი
შეუწყოს უწყვეტი/მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების
განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;
- ხელი შეუწყოს კერძო–საჯარო
პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორებში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების,
მოთხოვნილებაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე
ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები
დაგეგმილი აქტივობები:
სამუშაო პაკეტი 1:
- კარიერული კონსულტაციის და დასაქმების სერვის ცენტრების შექმნა (CGESC);
- CGESC- ების შესაძლებლობების განვითარება;
- კარიერული კონსულტაციის, დაგეგმვისა და დასაქმების მხარდაჭერის სერვისების მიწოდება ელექტრონული პროფილირებისა და სწავლებისა და უნარების
განვითარების
ინოვაციური
მიდგომების
შეთავაზებით;
- EAARA– ს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემისა და სერვისების გაუმჯობესება.
სამუშაო პაკეტი 2:
- შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში;
- აღნიშნულ სექტორებში გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული დუალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
- დუალური პროფესიული განათლების პროგრამებისა და სტაჟირებების ორგანიზება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში.
სამუშაო პაკეტი 3:
- საზღვაო და ტურიზმის სექტორებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელთა ტრენინგები მათი სწავლების
შესაძლებლობებისა
და
კომპეტენციების
განვითარების
მიზნით;
- SESA და EAARA პერსონალის გადამზადება;
- პროფესიული კოლეჯების ინოვაციური სასწავლო მასალებით და სასწავლო რესურსებით აღჭურვა;
- უცხო ენის შემსწავლელი საპილოტე ლაბორატორიის შექმნა პროფესიული
განათლების
სერვის
პროვაიდერთან
თანამშრომლობით;
- პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების მენტორების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული ცოდნითა
და
უნარებით
აღჭურვა;
- კრუინგული კომპანიების წარმომადგენლების გადამზადება სამუშაოზე
დაფუძნებული
სწავლებისა
და
სტაჟირების
ორგანიზების
საკითხებში
სამუშაო პაკეტი 4:
- სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების (RCSD) შექმნა - თანამშრომლობა
ადგილობრივ
და
ცენტრალურ
მთავრობასთან
სახელმწიფო
სტრატეგიებთან
და
პოლიტიკასთან
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად;
- შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მენეჯმენტისა და საზღვაო სექტორში
დასაქმების
შუამავალი
სერვისების
ვებ
– გვერდის
შექმნა;
- ბიზნეს ფორუმის ორგანიზება საზღვაო სექტორით დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
- დასაქმების ფორუმების ორგანიზება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
შედეგები:
- საქართველოს ექვს რეგიონში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი) სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომია უნარების
შესაბამისი
კარიერული
კონსულტაციისა
და
დასაქმების
სერვისები;
- განვითარებულია საზღვაო და ტურიზმის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა; შუამავალი მომსახურებები
მორგებულია
საზღვაო
და
ტურიზმის
ბაზრების
მოთხოვნებს;
- განვითარებულია მიზნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლების,
დასაქმების
შუამავალი
სერვისების
მიმწოდებლებისა
და
დამსაქმებლების
შესაძლებლობები
ფორმალური
და
არაფორმალური
განათლებისა
და
სტაჟირების
პროგრამების
უზრუნველსაყოფად;
- გაუმჯობესებულია კერძო და საჯარო პარტნიორობის კუთხით კოორდინაცია ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. გაუმჯობესებული კოორდინაცია ხელს უწყობს მთელი ცხოვრების
მანძილზე
სწავლების
პროგრამების
განხორციელებას,
რომლებიც
ფოკუსირებულია
ახალგაზრდების
და
შრომის
ბაზარზე
ნაკლებადკონკურენტულ
კადრებად
მიჩნეული
პირების
დასაქმებაზე.