შავშვების დევნილთა დასახლებაში თანასწორგანმანათლებელმა მარიამ ბერუაშვილმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თემებზე: “ადამიანის და ბავშვთა უფლებები” და “სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენცია”. შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებშ ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.