ნანა დავითაძე ამჟამად სასტუმროში „ჰილტონი“ მზარეულად მუშაობს.
„ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებთ ოცნებების ახდენასა და მიზნების მიღწევასთან“.
საქართველო გასტრონომიული მრავალფეროვნებით, ქართული სამზარეულო კი მდიდარი გემოებით გამოირჩევა. გურმანი ვარ და როგორც ყველა მზარეულს, ბავშვობიდანვე მიტაცებდა სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა კერძების მომზადება. თუმცა, როცა გავიზარდე და გადავწყვიტე მზარეულის პროფესიას დავუფლებოდი, ბუნებრივია გავაანალიზე, რომ ჩემი ცოდნა საკმარისი არ იყო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს, შესაბამისად, გადავწყვიტე ბედი მეცადა და პროგრამით მოსარგებლე გავმხდარიყავი. ჩვენი გადაწყვეტილებები მეტწილად განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. როდის და სად აღმოვჩნდებით სწორედ რომ ჩვენზეა დამოკიდებული. საკუთარი გადაწყვეტილების წყალობით აღმოვჩნდი სწორ ადგილას და ვარ ამაყი, რომ აღმოვაჩინე შესაძლებლობა, რომელმაც ჩემი კარიერული მომავალი განაპირობა. პროგრამაში ჩართვიდან რამდენიმე თვეში, მივიღე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. დამიჯერეთ, თუ მოინდომებთ შეუძლებელი არაფერია. არასოდეს თქვათ უარი სწავლაზე, გადამზადებასა და მუშაობაზე. ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებთ ოცნებების ახდენასა და მიზნების მიღწევასთან. კულინარიის მიმართულებით პროფესიული მომზადების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლა და საწარმოო პრაქტიკა სასტუმრო ,, ჰილტონში’’, დამეხმარა ამავე სასტუმროში მზარეულის პოზიციაზე დავსაქმებულიყავი. დღემდე წარმატებით ვაგრძელებ საქმიანობას და უზუმოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია.